თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანია PSP-ი მომსახურების გაძვირებას ლარის გაუფასურების პროპორციულად არ აპირებს.
ჯგუფის გენერალური დირექტორის, გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, ლარის ბოლოდროინდელმა დაღმავალმა ტრენდმა, მყარი ვალუტის მიმართ კურსის 40%-ით და მეტით გაუფასურებამ პირდაპირ დაარტყა სექტორს.
ამ გამოწვევას ვერც ერთი მოთამაშე უძლებს, ძლივს ახერხებენ საქმიანობას, ცდილობენ ფასების შენარჩუნებას, ამიტომ ყველა დაბალი მარჟით მუშაობს და ზოგჯერ უარყოფითითაც, მათ შორის PSP-ც. ის აბობს, რომ გავრცელებული ვერსიები, ზემარჟაზე მუშაობის და მომგებიანობის შესახებ საფუძველმოკლებულია.
სადაზღვევო სექტორმა 2015 წელი 2,6 მლნ-ის მოგებით დასრულა, 15-ჯერ ნაკლებით, ვიდრე 2014 წელს (40 მლნ).
14 სადაზღვევო კომპანიის მიერ 2015 წელს მოზიდული პრემია 359,8 მლნ ლარია და 18,114 მლნ ლარის პრემიით PSP მე-7 პოზიციაზეა.