მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » PSP ამერიკულ ბრენდ „სოლგართან“ თანამშრომლობას იწყებს
PSP ამერიკულ ფარმაინდუსტრიის გიგანტ „სოლგართან“ იწყებს თანამშრომლობას.თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ ღონისძიებაზე მოეწერა.

PSP ამერიკულ ბრენდ „სოლგართან“ თანამშრომლობას იწყებს

PSP ამერიკულ ფარმაინდუსტრიის გიგანტ „სოლგართან“ იწყებს თანამშრომლობას. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ ღონისძიებაზე მოეწერა.

PSP „სოლგარის“ ექსკლუზიური პარტნიორი გახდება და მომხმარებელს სრულიად საქართველოში ამერიკულ საკვებ დანამატებს შესთავაზებს.

„ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა საკვების ხარისხი და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება საკვები დანამატები თუ ვიტამინები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მოგვეცა ვითანამშრომლოთ საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელთან და ქართველ მომხმარებელსაც შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტები.

PSP საქართველოში ლიდერია, ჩვენ კი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულები ვართ საკვები დანამატებით წარმოებაში. მოხარული ვართ, რომ PSP სახით სანდო და საიმედო პარტნიორი შევიძინეთ,“ – განაცხადა ჩენჩელ ჩადჰამ „სოლგარის“ პრეზიდენტმა.

სოლგარი ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა. ბრენდის მთავარი ოფისი აშშ-ში ნიუ ჯერსიში მდებარეობს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით ლიდერია საკვები დანამატების წარმოებასა და რეალიზაციაში. სოლგარი მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე ქვეყანაში მუშაობს.

სხვადასხვა დროს „სოლგარი“ ბრიტანეთის საუკეთესო ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიად დასახელდა. ბრენდს მიღებული აქვს ამერიკის საუკეთესო ვიტამინებისა და საკვები დანამატების მწარმოებლის ჯილდო.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …