მთავარი » სოციალური » შრომა » პროფკავშირების ინფორმაციით, წელს სამუშაო ადგილებზე 19 ადამიანი გარდაიცვალა და ამდენივე დაშავდა
მიმდინარე წელს სამუშაო ადგილებზე 19 ადამიანი გარდაიცვალა და ამდენივე დაშავდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა განუცხადა.

პროფკავშირების ინფორმაციით, წელს სამუშაო ადგილებზე 19 ადამიანი გარდაიცვალა და ამდენივე დაშავდა

მიმდინარე წელს სამუშაო ადგილებზე 19 ადამიანი გარდაიცვალა და ამდენივე დაშავდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, წელს ყველაზე მეტი, გარდაცვალების 10 შემთხვევა სამშენებლო სექტორში მოხდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, სამუშაო ადგილებზე 733 დაშავდა და 433 გარდაიცვალა.

„სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს. რაც შეეხება მძიმედ დაშავებულებს, ინფორმაციას პროფკავშირის არაწევრი ორგანიზაციების მეშვეობითაც ვგებულობთ. შედარებით მსუბუქად დაშავებულთა სტატისტიკა კი გაცილებით მეტია და ზუსტად არ აღირიცხება. ამ კუთხით ჩვენი სტატისტიკა მინიმალურია. სამუშაოზე დაშავებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, რადგან ამის აღრიცხვა დღეს ფაქტიურად არ ხდება და ამას მხოლოდ ჩვენ აღვრიცხავთ. ასეთი შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებაა“, – განაცხადა კაკაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენელმა პარლამენტში განსახილველად შეტანილ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზეც“ ისაუბრა. კაკაშვილის თქმით, კანონპროექტით შრომის ინსპექციას აღრიცხვა, პრევენცია და უბედური შემთხვევის მოკვლევა ევალება.

„კანონპროექტში ჩვენი შენიშვნები ძირითადად გათვალისწინებულია. არის საკითხები, რომელიც სამწუხაროდ კანონპროექტში არ აისახა. კერძოდ, შრომის ინსპექცია შევა მხოლოდ იმ ობიექტებზე, სადაც არის დასაქმებულისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები. სხვა ობიექტებზე შრომის ინსპექცია შესამოწმებლად ვერ შევა. მხოლოდ უსაფრთოების პირობებს შეამოწმებს და ისიც გარკვეულ სეგმენტზე. კერძოდ, იმ ობიექტებზე, რომლებიც ამ ნუსხაში მოხვდებიან“, – აღნიშნა კაკაშვილმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …