მთავარი » სოციალური » შრომა » პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა იწყება
პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა იწყება

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაატარა შრომის ბაზრის რაოდენობრივი და თვისობრივი დეტალური კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები.

სამუშაოს მაძიებელბის გადამზადება მოხდება კერძო და სახელწმიფო პარტნიორობის საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს რომ პროფესიულ კოლეჯებთან ერთად ამ ადამიანების გადამზადებაში დამსაქმებლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და იზრუნებენ მათ დასაქმებაზე.

სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არიან 16 წლის ზემოთ და დარეგისტრირებულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეwww.worknet.gov.ge, პროფესიული მომზადების კურსებს სახელმწიფო დაუფინანსებს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …