სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაატარა შრომის ბაზრის რაოდენობრივი და თვისობრივი დეტალური კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები.
სამუშაოს მაძიებელბის გადამზადება მოხდება კერძო და სახელწმიფო პარტნიორობის საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს რომ პროფესიულ კოლეჯებთან ერთად ამ ადამიანების გადამზადებაში დამსაქმებლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და იზრუნებენ მათ დასაქმებაზე.
სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არიან 16 წლის ზემოთ და დარეგისტრირებულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეwww.worknet.gov.ge, პროფესიული მომზადების კურსებს სახელმწიფო დაუფინანსებს.