მთავარი » სოციალური » შრომა » პროფესიული განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის
დღეისათვის პროფესიული განათლება და კვალიფიკაციის მიღება ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის.დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს გაცემული ვაუჩერით.

პროფესიული განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიულ კოლეჯს „მერმისს“ ეწვივნენ.

მინისტრები გაეცნენ სასწავლო პროცესს და ჟურნალისტებთან იმ ერთობლივი პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზრდასრული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებითა და ახალი პროფესიების დაუფლებით, დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.

დღეისათვის პროფესიული განათლება და კვალიფიკაციის მიღება ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის. საქართველოს მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა მომზადება/გადამზადება, სამუშაო ადგილებზე სტაჟირება, ამით კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა.

შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულია 68 პროფესია, რომელიც შედის სამუშაოს მაძიებელთა მომზადება/გადამზადების პროფესიათა ჩამონათვალში, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და მათ მიერ მიერ განხორციელებადი სასწავლო პროგრამების რეესტრი.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს www.worknet.gov.ge-დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა გამოვლენას, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მომზადება-გადამზადების პროგრამაში, დაკომპლექტებას, რის შემდგომაც მოხდება ბენეფიციარები სხვადასხვა პროფესიებში მომზადება-გადაზამდებას გაივლიან.

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერით, რომლის მაქსიმალური ღირებულებაა, თითოეულ ბენეფიციარზე პროფესიის შესაბამისად არაუმეტეს 1000 ლარისა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …