მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პრობლემის დარეგულირებაში წვლილი სადაზღვევო კომპანიებმაც უნდა შეიტანონ
მხოლოდ სახელმწიფო და ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება შექმნილ პრობლემას მარტივად ვერ მოაგვარებს, ეს სადაზღვევო კომპანიებაც უნდა გაითვალისწინონ

პრობლემის დარეგულირებაში წვლილი სადაზღვევო კომპანიებმაც უნდა შეიტანონ

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა. 

უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ექსპერტთა დიდი ნაწილი იწონებს სამინსიტროს ინიციატივას, მათივე  გათვლებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას სწორედ, ჯენერიკების, მათ შორის  ინდური წარმოების მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაარეგულირებს.

ამ ფონზე, სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი, დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც. ისინი განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება. 

ჯენერიკ მედიკამენტებისა და ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას, რომელმაც ინდური ჯენერიკები ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით, გაცილებით იაფად უნდა შემოიტანოს, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ გამეზარდაშვილი გამოეხმაურა.

„ზოგადად, მისასლმებელი ფაქტია, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, თუ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა. ამასთან, გასათვალისიწნებელია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას მხოლოდ ეს ვერ დაარეგულირებს. ჯენერიკები, მათ შორის ინდური ჯენერიკები აქამდეც იყიდებოდა ჩვეულებრივ, ამაში ახალი არაფერია.

მთავარი პრობლემა ფასია, თუ რა ფასად გაიყიდება მედიკამენტები. ამიტომაც, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, პრობლემა და ერთგვარი გამოწვევააა. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებმა თავის დაზღვევის პაკეტში სხვა სერვისებთან ერთად, მედიკამენტების ანაზღაურებაც უნდა გაითვალისწინონ“, – განაცხადა ვახტანგ გამეზარდაშვილმა.

ექსპერტი სადაზღვევო კომპანიებში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში ძირითადად მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი იფარება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი სტაციონარშია, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, თუ ის ყიდულობს წამლებს, ძირითად ნაწილს დაზღვევა არ ფარავს, რასაც გამეზარდაშვილი არასწორ მიდგომად მიიჩნევს.

„მხოლოდ სახელმწიფო და ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემას მარტივად ვერ მოაგვარებს, ეს სადაზღვეობმაც უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა ვახტანგ გამეზარდაშვილმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …