მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პრაიმტაიმი: ავერსი სასწრაფოს უხარისხო წამლების ამპულებით ამარაგებს
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახური ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ ანალგინისა და ლიდოკაინის უხარისხო ამპულების მომარაგებაში ადანაშაულებს.

პრაიმტაიმი: ავერსი სასწრაფოს უხარისხო წამლების ამპულებით ამარაგებს

თბილისი (GBC) – გაზეთ „პრაიმტაიმი“ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურისთვის წამლების მიწოდებაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახური ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ ანალგინისა და ლიდოკაინის უხარისხო ამპულების მომარაგებაში ადანაშაულებს.

„ავერსი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც სასწრაფო – სამედიცინო ცენტრს გარკვეული დასახელების წამლებით ამარაგებს და ხარისხზე პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრება.

ფარმაცევტული კომპანია ამპულებს თავად არ აწარმოებს და ფარმაცევტული კომპანია „ბიოფარმისგან“ ყიდულობს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციამ „ავერსს“ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილითაც კი მიმართა.

 როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები აცხადებენ, გამოძახებაზე მისულები ანალგინისა და ლიდოკაინის ამპულებს ადვილად ვერ ტეხენ და წამლის დროულად გაკეთებას ვერ ახერხებენ. 

კომპანია „ავერსში“ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილის მიღებას არ უარყოფენ და განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარება წამლის შესყიდვის ფასის გაძვირების საჭიროებას აყენებდა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ეს მიუღებელი იყო. გამოცემის კითხვაზე, თუ რას აპირებს „ავერსი“ ხარვეზის გამოსასწორებლად, პასუხი იყო – არაფერს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელს ბაია ბეზარაშვილი:

,,პირადად ბოლო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებით მისარგებლია, მაგრამ ამპულის გატეხვის დროს პრობლემა არ შექმნიათ ექიმებს. ასეთი პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში შეიქმნას. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში მედიკამენტების ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს ქვეყანაში მაქსიმალურად , მაგრამ ბევრ ევროპულ პრეპარატსაც გააჩნია ანალოგიური წუნი,რთულია გახსნა და ა.შ.

ის, რომ ხარისხი მაღალი იყოს, ყოველთვის უნდა არსებობდეს მოთხოვნა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. კონკრეტულად რა ხარისხის იყო კონკრეტული წამალი და ვისი წარმოება იყო, საქმის კურსში არ ვარ. ამაზე პასუხისმგებელი წამლის კონტროლის სააგენტო უნდა იყოს“– აღნიშნა ბაია ბეზარაშვილმა.

ანალოგიური ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ექპერტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდას მიესალმებიან და ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივას მედიკამენტებზე ხარისხის კონოტრლის გამკაცრებაზე დროულს უწოდებენ, ასევე აცხადებენ,რომ „მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“. 

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. ამის თაობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინათ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი წარუდგინა.

“ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის “სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის” დამტკიცების შესახებ. აღნიშნული პროგრამა წინა წლებშიც მოქმედებდა, თუმცა პროგრამაში უნდა შევიდეს გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

gbc.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …