მთავარი » ახალი ამბები » პოლიპრაგმაზიის მიზეზი უწყვეტი სამედიცინო განათლების დეფიციტია
პოლიპრაგმაზიის გამომწვევი მიზეზი უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობაა,პერსონალს უხდება ინფორმაცია მიიღოს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიდან.

პოლიპრაგმაზიის მიზეზი უწყვეტი სამედიცინო განათლების დეფიციტია

სამედიცინო პერსონალის მხრიდან მედიკამენტების არარაციონალურ დანიშვნასა და  ამ პრობლემის გადაჭრის გდაჭრის გზებზე jandacva.ge-ს პრესკლუბში შეხვედრა გაიმართა.

ჟურნალისტების შეკითხვებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ მორჩილაძემ და კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის  ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელმა რუსუდან ჯაშმა უპასუხეს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ პოლიპრაგმაზიის თემაზე კვლევა ჩაატარა. არჩილ მორჩილაძის თქმით, კვლევა ეფუძნებოდა სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებულ დოკუმენტაციას, რის შედეგადაც მოხდა რეკომენდაციების შემუშავება. 

პოლიპრაგმაზიის გამომწვევ ძირითად მიზეზად არჩილ მორჩილაძე უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობას ასახელებს, რის გამოც სამედიცინო პერსონალს  უხდება ინფორმაცია მიიღოს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიდან. პრობლემის აღმოფხვრის ერთერთ საშუალებად კი ექიმთა გადამზადება სახელდება.

„პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ აუცილებელია უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა. ჩვენ ვთანამშრომლობთ და უახლოეს პერიოდში  რაციონალური თერაპიისა და კლინიკური ფარმაკოლოგიის კუთხით სწავლებებს ვგეგმავთ. სადაზღვევო კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი და სწავლებაში მათი ექიმებიც ჩაერთვებიან.“-ამბობს არჩილ მორჩილაძე.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …