მთავარი » სოციალური » პირველი ჯგუფისა და 18 წლამდე შშმ პირებს პენსია 180 ლარამდე ეზრდებათ
პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს სოციალური პენსია ეზრდებათ. ამის შესახებ დავით სერგეენკომ განაცხადა.

პირველი ჯგუფისა და 18 წლამდე შშმ პირებს პენსია 180 ლარამდე ეზრდებათ

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს სოციალური პენსია ეზრდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მთავრობის მომავალ სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს, რომლის მიხედვითაც პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ბავშვებს თვრამეტ წლამდე 1-ლი ივლისიდან გაეზრდებათ პენსია 180 ლარამდე. მთავრობის მომავალ სხდომაზე იქნება მსჯელობა და დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე პენსია მხოლოდ პირველი ჯგუფის შშმ პირებს გაეზრდებათ, ხოლო უახლოეს მომავალში, გამოიყოფა რესურსი იმისთვის, რომ პენსიის გაზრდა მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვისაც მოხდეს.

info9.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …