პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს პენსია 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაეზრდება.
ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკა ნებისმიერ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსების საკითხია. ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები გვაქვს, რომლებშიც შშმ პირები არიან და მათ დამატებითი ზრუნვა სჭირდებათ. პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს პენსია 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაეზრდებათ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.