მთავარი » ახალი ამბები » პირველადი რგოლის რეფორმა მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
რეფორმის პარალელურად ამოქმედდება კანონი მაღალმთიანი რეგიონებისათვის, რომელიც მივიღეთ, სადაც მთიანი რეგიონებისათვის გარკვეული შეღავათებია გათვალისწინებული.

პირველადი რგოლის რეფორმა მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის წევრი, ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. 

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ნამდვლად კარგი იდეაა. რეგიონებში უამრავი პრობლემაა ამ მხრივ. ოჯახის ექიმების გადამზადება, მათი ანაზღაურების გაზრდა, ამბულატორიების აღჭურვა – ნამდვილად კარგი იქნება, რადგან კადრები ძალიან ჭირს.

უჭირთ თავად ექიმებს და მედ-პერსონალს. ამ რეფორმის განხორციელების პარალელურად ამოქმედდება კანონი მაღალმთიანი რეგიონებისათვის, რომელიც მივიღეთ, სადაც მთიანი რეგიონებისათვის გარკვეული შეღავათებია გათვალისწინებული. ეს ორივე პროგრამა ერთად, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იმუშავებს და კარგ შედეგს მოგვცემს“, – ამბობს ენუქიძე.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასს, ამას ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, არც კი ვიცი. ზოგადად, მუშაობს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, სადაც მოსალოდნელია მედიკამენტის კომპონენტის დამატებაც და ისიც წაეშველება ალბათ ამ ყველაფერს. ზოგადად, ამ სფეროში პრობლემები იყო და რჩება დღესაც, სამწუხაროდ. მოსახლეობას ძალიან უჭირს, მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად განხორციელდება და გულისხმობს ამბულატორებისა და პოლიკლინიკების რემონტსა და აღჭურვას, ოჯახის ექიმების გადამზადებას, მათთვის ანაზღაურების გაზრდას და ზოგადად, პრევენციული მედიცინის განვითარებას. სამინისტროსთან ერთად რეფორმაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს.

info9.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …