პირველადი მოხმარების მედიკამენტები ზამთრის დადგომამდე გაიაფდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ფასი 200-მდე მედიკამდნტზე შემცირდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ფასების ცვლილებას ვერ აკონტროლებს, მაგრამ დგამს ნაბიჯებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული პირველადი მოხმარების წამლებზე შემოდგომის ბოლოს ფასებმა დაიწიოს. საუბარია ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებელი საშუალებები, დიაბეტის დასარეგულირებელი და სხვა“, – განაცხადა მინისტრმა.