პენსიონერების დასაქმების პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინიციატივას დიდი სპეკულაცია და ქარიშხალი მოჰყვა, თუმცა, ხელისუფლება მის განხორციელებას აუცილებლად აპირებს.
კვირიკაშვილის განმარტებით, პენსიონერების დასაქმება არ არის „ქართული ოცნების“ ინოვაცია და ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა არაერთ ქვეყანასა და ორგანიზაციაში.
„ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა მოხუცებულებს ასამქმებენ. არა რა თქმა უნდა მაღალი ანაზღაურებით. მათ უქმნიან შეგრძნებას, რომ ისინი საჭირო არიან საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა კვირკაშვილმა.
წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა პროექტი „ცხოვრება გრძელდება“, რომელიც პენსიონერების დასაქმებისთვის ბიზნესს წაახალისებს.
businesscontract.ge