მთავარი » სოციალური » პენსიონერები კვლავაც მედიკამენტების გარეშე რჩებიან
პარლამენტისაგან მოვითხოვენ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს:პენსია გაუტოლდეს 200 ლარს და პენსიონერები უზრუნველყოფილი იყვნენ უფასო მედიკამენტებით.

პენსიონერები კვლავაც მედიკამენტების გარეშე რჩებიან

„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურის მდივნის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისათვის მესამე მოსმენისთვის განსახილველად დაბრუნებულ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ნაწილობრივად არის დაკმაყოფილებული პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მოთხოვნა პენსიების 40 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით.

ამავე დროს არ არის გათვალისწინებული პარტიის მოთხოვნა, რომ პენსიონერების  მედიკამენტებით უზრუნველყოფა შესულიყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

„პარლამენტისაგან მოვითხოვთ, მთავრობასთან გაიაროს დამატებითი კონსულტაციები და არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეიტანოს ცვლილებები, რომლის შედაგადაც პენსიის ოდენობა გაიზრდება 200 ლარამდე, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებისათვის მედიკამენტები გახდება უფასო. ამით კოალიცია „ქართული ოცნება“ ნაწილობრივ მაინც შეასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას – გაზარდოს პენსია საარსებო მინიმუმამდე“, – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …