მთავარი » სოციალური » სერგეენკო პენსიების ზრდაზე: შევასრულებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას
სერგეენკო პენსიების ზრდაზე: "შევასრულებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას"

სერგეენკო პენსიების ზრდაზე: შევასრულებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას

ჩვენ შევასრულებთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვას, გაიზრდება თუ არა 2016 წელს პენსიები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მთავრობის შტოებისა და დანაყოფების ფუნქციები სწორედ ჰქონდეს გათვითცნობიერებული.

“მე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოვადგენ, ხოლო ბიუჯეტზე საბოლოო მსჯელობა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს”, – განაცხადა სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …