მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პე ეს პე-ს მენეჯმენტი ახალი ინიციატივით გამოდის
პსპ მენეჯმენტი ახალი ინიციატივით გამოდის

პე ეს პე-ს მენეჯმენტი ახალი ინიციატივით გამოდის

სააფთიაქო ქსელი პე ეს პე-ს მენეჯმენტი ახალი ინიციატივით გამოდის  და მოსახლეობისთვის მედიკამენტების უფრო ხელმოსაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, მწარმოებლებს საკუთარ ქსელს სთავაზობს.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ კომპანიიდან აცნობეს, პსპ-ს მენეჯმენტი ყურადღებას ამახვილებს აუცილებელ ფაქტორზე, რომ მოსახლეობისთვის მისაწოდებელი მედიკამენტები უნდა იყოს ხარისხიანი.

საქართველოს ბაზრისთვის ნებისმიერი მწარმოებლის მიერ პირველ რიგში ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, პსპ გამოთქვამს მზადყოფნას უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ქსელის მეშვეობით“, – ნათქვამია პსპ-ს განცხადებაში.

ghn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …