მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პე ეს პე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლით წამლების გაიაფებას ელოდება
გოჩა გიგოლაშვილი არ გამორიცხავს,რომ მწარმოებლებმა ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლის შემდეგ ფასები დაწიონ, რასაც დისტრიბუტორიების მხრიდან წამლების გაიაფება მოყვება.

პე ეს პე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლით წამლების გაიაფებას ელოდება

ფარმაცევტული კომპანია ,,პე ეს პე“ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას მიესალმება.

კომპანიის გენერალური დირექტორი გოჩა გიგოლაშვილი არ გამორიცხავს,რომ მწარმოებლებმა ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ ფასები დაწიონ, რასაც დისტრიბუტორიების მხრიდან წამლების გაიაფება მოყვება.

გოჩა გიგოლაშვილი ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ კონკურენტად არ განიხილავს. მისი განცხადებით, ,,პე ეს პე“ დისტრიბუტორია და მათი ფუნქცია მოსახლოებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, მომხმარებელს ,,პე ეს პეს“ ქსელში ჰუმანითი ჯორჯიას მიერ მოწოდებული მედიკამენტების შეძენა ხვალიდან შეეძლება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …