ფარმაცევტული კომპანია ,,პე ეს პე“ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას მიესალმება.
კომპანიის გენერალური დირექტორი გოჩა გიგოლაშვილი არ გამორიცხავს,რომ მწარმოებლებმა ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ ფასები დაწიონ, რასაც დისტრიბუტორიების მხრიდან წამლების გაიაფება მოყვება.
გოჩა გიგოლაშვილი ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ კონკურენტად არ განიხილავს. მისი განცხადებით, ,,პე ეს პე“ დისტრიბუტორია და მათი ფუნქცია მოსახლოებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, მომხმარებელს ,,პე ეს პეს“ ქსელში ჰუმანითი ჯორჯიას მიერ მოწოდებული მედიკამენტების შეძენა ხვალიდან შეეძლება.