პარლამენტში საპენსიო რეფორმის განხილვა მიმდინარეობს. ამ რეფორმის ძირითადი ნაწილი დაგროვებით პენსიას ეხება.
როგორ უნდა მოხდეს ამ სისტემის ამოქმედება და რა სახით გაიწეროს კანონში, სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს პარლამენტში შეხვედრა, რომელშიც დეპუტატები, სამთავრობო სტრუქტურები, პროფკავშირები, ბიზნესისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას 2017 წლის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.