პარლამენტში ექიმები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მედიცინის სხვადასხვა დარგში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო დავით გაგუამ, მაკა ბულეიშვილმა, თორნიკე სოლოღაშვილმა და ალექსანდრე ბეთანელმა მიიღეს.
ღონისძიებაზე სამეცნიერო ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” ნომრის პრეზენტაციაც გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის წევრები, სამედიცინო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.