მთავარი » ახალი ამბები » პარლამენტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ
პარლამეტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ. მთავრობის კანონპროექტს ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“ განიხილავს. გია ჟორჟოლიანის განცხადებით, დეპუტატები ცვლილებებს მხარს სავარაუდოდ, დაუჭერენ.

პარლამენტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ

პარლამეტში დღეს საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებენ. მთავრობის კანონპროექტს ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“ განიხილავს.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, დეპუტატები ცვლილებებს მხარს სავარაუდოდ, დაუჭერენ.

„აქამდე არსებული პენსია პრაქტიკულად ასრულებდა სოციალური დახმარების როლს. ეს საბაზო პენსია უნდა შენარჩუნდეს ცხადია, მინიმალური პენსია უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, ეს სქემა თავისთავად საჭიროებდეს გაუმჯობესებას. ჩემი აზრით, ეს პროცენტები დაბალია და ცოტაა, ეს არ მოგვცემს იმ ეფექტს,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აზრით, საპენსიო რეფორმის ეფექტურობა მინიმალური იქნება.

„თუ ავიღებთ დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში შრომისუნარიანი, აქედან მხოლოდ 700 ათასი იხდის საშემოსავლო გადასახადს, ანუ არის ოფიციალურად დასაქმებული და იღებს ხელფასს და ამ 700 ათასიდანაც ნახევარი არის საჯარო სექტორში. ანუ მათთვის გამოვა, რომ ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანეს თანხა. რეალურად, ამ ე.წ. რეფორმის ეფექტურობა იქნება მინიმალური,“ – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივას, მორიგ ტყუილს უწოდებენ.

„ადამიანებს უჭირთ, დღეს არის მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ახალი საშემოსავლოს დატვირთვა ადამიანების, წართმევა თანხების და გადასროლა სხვა ბანკებში იმისთვის, რომ 20 წლის შემდეგ შეპირდე პენსიების ზრდას, ეს არის მორიგი ტყუილი და სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება,“ – აცხადებს სერგო რატიანი.

newposts.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …