მთავარი » ახალი ამბები » პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური „ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან“ დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური „ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან“ დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ისე ჩატარდა, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობა არ დასწრებია და კვორუმი „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით შეავსეს.

მირიან წიკლაური:

„მიმაჩნია, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, საქართველოში ნარკომანიის აფეთქებას გამოიწვევს. კანონპროექტის წარმოდგენილი ვარიანტი არ არის შეთანხმებული საპარლამენტო უმრავლესობასთან, არც კონსულტაციები გაგვივლია და სათანადო აზრიც არ არის ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხები არ არსებობს. პირადად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის რეალობად ქცევა ქვეყანაში ნარკომანიის აფეთქებას და კრიმინალის გაზრდას გამოიწვევს. აღნიშნულის საწინააღმდეგოში კანონპროექტის ავტორებმა ამ დრომდე ვერ დამარწმუნეს. მათი არგუმენტები მე წონადად არ მიმაჩნია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილებოდა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პროტესტის ნიშნად არ შევედით, თუმცა, ითანამშრომლეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარლამენტში მოიყვანეს სასწრაფო წესით და 3 საათის დაგვიანებით შეადგინეს კვორუმი. კომიტეტის სხდომაზე ჩვენი არშესვლის მიზეზი კი ის გახდა, რომ საკითხი უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. უფრო მერტიც, ჩემი ინფორმაციით, გუნდის უმრავლესობა, წარმოდგენილი ვარიანტის წინააღმდეგია“.

pia.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …