მთავარი » ახალი ამბები » პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს წარადგენს
კომიტეტი წლის საქმიანობას შეაჯამებს,მას პარლამენტის წევრები,მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს წარადგენს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი დღეს მიმდინარე წლის საქმიანობას შეაჯამებს. კომიტეტი სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში 2015 წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე საქმიანობის შესრულების ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას პარლამენტის წევრები, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – “საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით შემუშავდა.

“გეგმის მიზანია, განსაზღვროს კომიტეტის სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები 2015-2016 წლებში კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისა და საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …