საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრი, პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღებას აცხადებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტი (ფაკულტეტები: მედიცინა, სამკურნალო, პედიატრია).
კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე, აქედან თეორიული ნაწილია 1, 5 თვე, ხოლო პრაქტიკულ ნაწილია 2, 5 თვე.
გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მოსამზადებელი სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პარამედიკოსები სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალებში დასაქმდებიან მინიმუმ 3 წლის ვადით.
პარამედიკოსის სახელფასო ანაზღაურება 24 სთ – 249 ლარი, თვეში – 1989 ლარი ( 8 მორიგეობა) შეადგენს.
პროგრამაში ჩართვის მსურველები განაცხადის შესავსებად უნდა მიბრძანდნენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კანცელარიაში.
მისამართი : წერეთლის N121.
ტელ 591 123 123
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი
ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი (სავალდებულო არ არის)
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების
სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი
პირადობის მოწმობის ასლი;
5) რეზიუმე (CV)
ორი ფოტოსურათი (3/4)
ნასამართლობის შესახებ ცნობა (დედანი).
კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება სასწავლო სატრენინგო ცენტრში.
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი.