მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაპუნა ბახტაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ზრდა ფასებს დაწევს
პაპუნა ბახტაძე დადებითად აფასებს ინდური ჯენერიკების შემოტანაა საქართველოში. მისი აზრით, აქ მთავარი მაინც ხარისხის კონტროლი უნდა იყოს.

პაპუნა ბახტაძე: ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ზრდა ფასებს დაწევს

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს:

„მოსახლეობა და საავადმყოფოს მენეჯმენტი ცუდი აზრის ვერ იქნება უკეთესი და იგივე ხარისხის იაფი წამლის შემოტანაზე, რომელიც სახელმწიფოსაც, ჩვენც და მოსახლეობასაც საშუალებას მოგვცემს, ამოვისუნთქოთ. სხვა კომპანიებს აქვთ მოგების დიდი მარჟა. რაც მეტი იქნება კონკურენცია, იძულებული გახდებიან, დაწიონ ფასები. თუ შემოვა ისეთი კომპანია, რომელიც 30 %-ით გააიაფებს პროდუქციას და ვიღაცას ეს არ მოეწონება, ძალიანაც კარგი“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

მან, ასევე, დადებითად შეაფასა ინდური გენერიკების შემოტანა საქართველოში. მისი აზრით, აქ მთავარი მაინც ხარისხის კონტროლი უნდა იყოს:

„ინდური ფარმაცევტული წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული. ისინი ძალიან უფრთხილდებიან წარმოების ხარისხს. მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი უნდა იყოს კონტროლი. შემოსული წამლის კონტროლს უნდა ახორციელებდეს შესაბამისი უწყება, რომ ნამდვილად ხარისხიანი მედიკამენტი შემოიტანონ“, – აღნიშნავს პაპუნა ბახტაძე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …