მთავარი » კვირის ინტერვიუ » პაციენტმა არჩევანი ჯენერიკ მედიკამენტსა და ორიგინალს შორის თავად უნდა გააკეთოს
ჯენერიკი იაფი ღირს და შედეგიც ანალოგიურია.აუცილებელია მომხმარებლის ინფორმირება,რომ პაციენტმა არჩევანი ჯენერიკ მედიკამენტსა და ორიგინალს შორის თავად გააკეთოს

პაციენტმა არჩევანი ჯენერიკ მედიკამენტსა და ორიგინალს შორის თავად უნდა გააკეთოს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა ავერსის კლინიკის ექიმმა ნერვოლოგმა მაკა მანიამ.

მედიკოსის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, პაციენტებში  კულტურის დანერგვა, რომელიც დაავადების პირველივე სტადიაშივე სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის აუცილებლობას გულისხმობს.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, კონტრეტულად კი, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან მომწონს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის არსებობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია მის გარეშე მუშაობა და თუკი მათი ფუნქცია-მოვალეობები გაიზრდება, ეს რა თმა უნდა, უკეთესია.

პაციენტებს უფრო გაუადვილდებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან მათ ეყოლებათ, ეგრედ წოდებული, დამკვალიანებელი, რომელიც მათ მისცემს სათანადო რჩევებს.

ზოგ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი თავად განსაზღვრავს პაციენტისთვის ჩასატარებელ მკურნალობის კურსს და საკუთარ თავზე აიღებს პაციენტის მკურნალობა. მან უკეთ იცის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, და იცის როგორ უნდა მართოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ქრონკულ დაავადებებთან. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მივესალმები ამ რეფორმას. დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მსგავსად, ესეც ძალიან წარმატებული იქნება”.

მაკა მანიამ მედიკამენტების ფასებზეც გაამახვილა ყურადღება. ამასთან ერთად, ექიმმა ისაუბრა ჯენერიკ მედიკამენტების არსებობაზეც და აღნიშნა, რომ პაციენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს და გააკეთოს არჩევანი ჯენერიკსა და ორიგინალ მედიკამენტს შორის. 

,,რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს თუ გავითვალისწინებთ, წამლების ფასები ძალიან მაღალია. ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მედიკამენტების შეძენას სიძვირის გამო. ჯენერიკი მედიკამენტების არსებობა ბარაზე შედარებით გააუმჯობესებს სიტუაციას, რადგან იმ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იყიდონ ორიგინალი პრეპარატი, მათ შეუძლიათ შეიძინონ ჯენერიკი, რომელიც გაცილებით იაფი ღირს და შედეგიც ანალოგიურია. აუცილებელია მათი ინფორმირებულობის გაზრდა, რათა პაციენტმა არჩევანი ჯენერიკ მედიკამენტსა და ორიგინალს შორის თავად გააკეთოს”, – განაცხადა მანიამ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …