მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაციენტის ეფექტური მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია
პაციენტის ეფექტური მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.

პაციენტის ეფექტური მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია

 თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება და ხელმისაწვდომობა დაანონსა, რაც ძირითადად, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ  მედიკამენტების შემოსავლითა და მისი სეგმენტის გაფართოებით  მოხდება.

,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდის“ თავმჯდომარემ მანანა ჩუბინიძემ მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ისაუბრა. მისივე თქმით, მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი და აქ ფასი მთავარ როლს არ უნდა ასრულებდეს:

„პაციენტის ეფექტური მკურნალობისთვის მედიკამენტის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს. მომხმარებელმა, ხოლო მცირეწლოვნობის შემთხვევაში ბავშვის მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა ხარისხის წამალს ყიდულობს აფთიაქში. არის შემთხვევები, რომ აფთიაქარი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტული მედიკამენტის შემცვლელ ჯენერიკს და ეუბნება, რომ ის უკეთესია და ფასიც ნაკლები აქვს.

პირადად მე არასდროს მივდივარ ამ დათმობაზე თუნდაც ფასებს შორის მცირე სხვაობის გამო. ჩვენს ბენეფიციარებს სახელმწიფო დახმარების პროგრამის უტარდებათ მკურნალობის კურსი, შესაბამისად წამლის ხარისხის კონტროლი და სანდოობაც, ვფიქრობ, სწორედ სახელმწიფო დონეზე უნდა იდგეს ყველა მიმართულებით,“ – აღნიშნავს ,,ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების ფონდის“ თავმჯდომარე.

როდესაც მომხმარებელს  უჩნდება კითხვა, თუ რამდენად ხარისხიანია მედიკამენტი, მას კომპეტენტური პასუხი სჭირდება.

„ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიკამენტის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც  ხარისხის კონტროლს უმაღლეს დონეზე აიყვანს. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს შესაბამისი სისტემის შექმანს, რაც მნიშველოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.“ 

მანანა ჩუბინიძე იმაზეც მიანიშნებს, რომ მხოლოდ მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ ხარისხს არ განაპირობებს და აღნიშნავს:

„ციტრამონი, რომელიც ღირს სულ რამდენიმე თეთრი, არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე მეხუთე თაობის რთული პრეპარატები, რომლებიც ძალიან ძვირია და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთული გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. ფასი ხარისხს ყოველთვის არ განაპირობებს.  თუმცა  უსამართლობა და დანაშაულია, თუ კომპანია არასანდო და უხარისხო პრეპარატს ყიდის, სწორედ, ამისთვისაა აუცილებელია მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება.“

bpi.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …