ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ფარმაცევტულ ბაზარზე სამომავლოდ ჯენერიკ მედიკამენტების წილის ზრდას პროგნოზირებს.
პაატა კურტანიძე მთავრობის ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვის ინიციატივას მიესალმება და თვლის, რომ ჯენერიკ მედიკამენტები ექიმების მიერ უფრო მეტად უნდა ინიშნებოდეს. მისი განცხადებით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ბრენდულ მედიკამენტებს დაახლოებით 25–30% უჭირავს. ჯენერიკების წარმოების ზრდა და მედიკამენტებზე ფასის შემცირება კი მათ წილის ბაზარზე მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებთან შედარებით დაახლოებით 40%–ით იაფი ღირს.