მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეაში გაემგზავრა
ოთარ დანელია გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგის მინისტერიალზე სიტყვით გამოვა

ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეაში გაემგზავრა

6-9 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელია გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგის  (CDC – Global Health – Global Health Security Agenda) მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტერიალზე მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების (როგორც ადამიანის, ასევე ცხოველის) წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების, ერთიანი სისტემის შექმნისა და კოორდინირებული მიდგომების დანერგვის საკითხებს განიხილავენ.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, ოთარ დანელია გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გასულის წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრებს.

გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს  ახალი თანამშრომლობის პლატფორმას,  რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივით  2014 წლის თებერვალში  შეიქმნა და მასში გაერთიანებულია მსოფლიოს 44 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი მიზნად ისახავს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან  (როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა) ბრძოლის  ერთიანი სისტემის შემუშავებას.

მსოფლიო ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხების გლობალური თანამშრომლობის პლატფორმა 11 სამოქმედო მიმართულებას მოიცავს, რომელთაგან სამში საქართველო აქტიურადაა ჩართული.

ghn.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …