მთავარი » სოციალური » ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე უკვე 53,000-მდე მოქალაქე დარჩა
ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე უკვე 53,000-მდე მოქალაქე დარჩა- ზურაბ ჭიაბერაშვილი

ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე უკვე 53,000-მდე მოქალაქე დარჩა

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო.

“მეექვსე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ოქტომბრიდან დღემდე შემწეობაშეჩერებული 53,000 მოქალაქიდან 7,000 ბავშვია ყველაზე დიდი დარტყმა პენსიონერებმა მიიღეს: შემწეობა მოეხსნა 17,000 პენსიონერს. მათგან უმეტესობა მარტოხელა მოხუცია.

უდიდესი ნაწილი – 43,000 მოქალაქე სოფლად ცხოვრობს. არადა მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ხალხს განსაკუთრებით სოფლად გაუჭირდა.

კლება სხვებზე მეტად ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე დაბალქულიან – 0-დან 30,000-მდე და 30,000-57,000 ქულების ჯგუფებშია. ეს ჯგუფები ყოველ პირზე, შესაბამისად, 60 და 50 ლარს იღებენ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საარსებო შემწეობის მოხსნის საფუძველი თანხების დაზოგვაა.

ზემოთ აღწერილი სურათი გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ სერგეენკოს პოლიტიკის შედეგად ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრები მარტოხელა პენსიონერები ზარალდებიან, თუმცა საარშებო შემწეობის შეჩერება შეეხო ყველა ასაკობრივ ჯგუფს და ყველა ოჯახს, მიუხედავად წევრთა რაოდენობისა.

მონაცემების მიხედვით, დავით სერგეენკო ღარიბ მოქალაქეებზე თვეში დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ზოგავს.

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

newposts.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …