ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა დასასრულს უახლოვდება.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
„შეფერხებები არ არის საბედნიეროდ. პირველ ეტაპზე პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა დასასრულს უახლოვდება, სექტემბრის დასაწყისში, მქონდა შეხვედრები “გილიარდის” ხელმძღვანელობასთან და ოქტომბრის დასაწყისში ხელს მოვაწერთ დიდი ელიმინაციის პროექტს – 20 000 პაციენტის მკურნალობის და, ასევე, ოქტომბერში ან ნოემბერში, შემოვა ახალი გენერაციის მედიკამენტი. ასე რომ, პროექტი მიმდინარეობს წარმატებით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – განაცხადა სერგეენკომ.