მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ონკომედიკამენტების უცხოელ მწარმოებლებთან პირველ კონტრაქტებს სახელმწიფო მომავალ თვეში გააფორმებს

ონკომედიკამენტების უცხოელ მწარმოებლებთან პირველ კონტრაქტებს სახელმწიფო მომავალ თვეში გააფორმებს

მომავალი თვიდან ჯანდაცვის სამინისტროს უკვე ექნება კონტრაქტები უცხოურ ფარმაცევტულ მწარმოებლებთან, რომლებისგანაც ონკოლოგიურ  პრეპარატებს პირდაპირ შეიძენს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ის გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილის მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების მკვეთრი გაძვირების საკითხს და აღნიშნა, რომ პირდაპირი კონტრაქტები სამინისტროს ამგვარი საფრთხის თავიდან აცილებისა და მედიკამენტების ნაკლებ ფასად შემოტანის საშუალებას მისცემს. შედეგად კი, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მოიხსნება ონკოპაციენტების მედიკამენტების დაფინანსებაზე  დაწესებული წლიური ლიმიტი, რომელიც 25 ათას ლარს შეადგენს.

„ჩემი მოადგილე  იყო შვეიცარიაში 2 კომპანიაში, სადაც პირდაპირი მოლაპარაკებების საშუალებით მომავალი თვიდან გვექნება კონტრაქტები და სახელმწიფო, ჩვენი გათვლებით, 40-50%-ით  დაზოგავს ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასს. გვექნება შესაძლებლობა, მედიკამენტების 25 ათასლარიანი ლიმიტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებზე გვაქვს დაწესებული, გავაუქმოთ მედიკამენტების ნაწილში,“ – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დაწესებული 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმენას ონკოპაციენტები და ექიები ითხოვენ. მათი თქმით, დაფინანსება უნდა იყოს არა ფიქსირებული, არამედ უშუალოდ დიაგნოზზე და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მიბმული.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …