მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ოფისის აფთიაქი ივნისში მაისთან შედარებით 3 ლარით გაძვირდა
მაისში ოფისის აფთიაქის შევსება 89 ლარი, ივნისის თვეში კი 92 ლარი ღირდა.აფთიაქის ღირებულების მცირედი ცვლილება რამდენიმე მედიკამენტის ფასის ზრდამ გამოიწვია.

ოფისის აფთიაქი ივნისში მაისთან შედარებით 3 ლარით გაძვირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფის აფთიაქების სიისა და ფასების გამოქვეყნებას.

ამჯერად ორგანიზაციამ შეისწავლა ოფისის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი და ის ამავე აფთიაქის წინა თვის ღირებულებას შეადარა.

მაისის თვის მონაცემებით, ოფისის აფთიაქის შევსება 89 ლარი, ივნისის თვეში კი 92 ლარი ღირდა.

აფთიაქის ღირებულების მცირედი ცვლილება რამდენიმე  მედიკამენტის ფასის ზრდამ  გამოიწვია.  კონკრეტულად კი, ამბროქსოლის ფასი მაისში იყო 0.85 ლარი, ივნისში კი 0.95 ლარი გახდა; გაიზარდა ნიტროგლიცერინის ფასი 10 თეთრით და მისი ღირებულება 0.85 ლარის ნაცვლად  0.95 ლარი გახდა. გაიზარდა კეტოროლაკის ფასიც 2.22 ლარამდე.

უფრო დეტალურად მედიკამენტის სიისა და ფასის ნახვა შესაძლებელია ცხრილის სახით.

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესწავლას და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის მიწოდება.

13702296_10208048279742489_1925199304_o (2) 13702296_10208048279742489_1925199304_o (2)

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …