მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნონა არაბული : ინფორმირებული პაციენტი ექიმს ადრეულ სტადიაზე მიაკითხავს
თუ პაციენტი ინფორმირებული იქნება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციასა და პროფილაქტიკას, მაშინ ის აუცილებლად მიაკითხავს ექიმს ადრეულ სტადიაზე.

ნონა არაბული : ინფორმირებული პაციენტი ექიმს ადრეულ სტადიაზე მიაკითხავს

ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებულ ვითარებასა და ამ რგოლის დაგეგმილ რეფორმაზე საუბრისას ოჯახის ექიმი ნონა არაბული აღნიშნავს, რომ თუ პაციენტი ინფორმირებული იქნება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციასა და პროფილაქტიკას, მაშინ ის აუცილებლად მიაკითხავს ექიმს ადრეულ სტადიაზე.

„ადრე იყო დისპანსერიზაცია და ეს ძალიან კარგად მუშაობდა. ასევე, მნიშვნელოვანია, როცა ოჯახის ექიმს და ექთანს ოჯახთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა და აწვდის მათ ინფორმაციას არა მხოლოდ იმ დროს, როდესაც მწვავე პროცესია, არამედ მაშინაც, თუ გენეტიკური დარღვევები ან ოჯახური პრობლემები აქვთ.

არაბული აღნიშნავს, რომ დღეს, პაციენტები შეუზღუდავად მიდიან ოჯახის ექიმებთან, რადგან მუშაობს, როგორც საყოველთაო პროგრამა, ასევე კერძო დაზღვევები.

„დღეს პაციენტები შედარებით უკეთ არიან ინფორმირებულნი, რა უფლებები აქვთ მათ და რისი საშუალება აქვს პირველად ჯანდაცვას. თავის მხრივ პირველადი რგოლის ექიმებიც სათანადოდ ფლობენ ინფორმაციას, ძვირადღირებული გამოკვლევების გარეშე როგორ უნდა ჩაუტარონ პაციენტს მკურნალობა.

კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, პაციენტი გაუშვან მეორად რგოლში, ანუ სტაციონარში, შედეგებით ის ბრუნდება ისევ პირველად რგოლში და იქ ასრულებს მკურნალობას. ოჯახის ექიმი უხსნის მას, რა დროს რომელი ანტიბიოტიკის, თუ ჯენერიკის გამოყენებაა სასურველი, და პირიქით. ანუ, ყველა შემთხვევაში, პაციენტი ახლოს უნდა იყოს პირველად ჯანდაცვასთან, ოჯახის ექიმთან, რომ მან მისი ყველანაირი ინტერესი დააკმაყოფილოს“, – ამბობს ნონა არაბული.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …