მთავარი » ახალი ამბები » ნოდარ ხადური: გამოკითხვა “რა გაწუხებთ”, სერგეენკოს ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივაა
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანია ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივაა,რომლის მეშვეობით განისაზღვრება რას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება - ნოდარ ხადური.

ნოდარ ხადური: გამოკითხვა “რა გაწუხებთ”, სერგეენკოს ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივაა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრრომ 25 იანვრიდან ახალი სოციალური კამპანია “რა გაწუხებთ?” დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, პროექტი “რა გაწუხებთ?” მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის შეიქმნა.

რა აწუხებთ მინისტრებს? “აიპრესმა” ამ კითხვით ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურს მიმართა.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანია ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივაა, რომლის მეშვეობით განისაზღვრება, თუ რას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება.

“თავისთავად ცხადია, ძალიან კარგი ინიციატივაა, როდესაც ეცოდინება ჯანდაცვის სამინისტროს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობის პოლიტიკაზე მუშაობენ, თუ რა ტიპის დაავადებებს უნდა მიაქციონ უფრო მეტი ყურადღება, პრევენციის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი კარგი და საინტერესო ინიციატივათაგანია, რომელიც ბატონ სერგეენკოს აქვს”,- განაცხადა ხადურმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …