მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის პირველი ფაზის მიმდინარეობას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების პირველ ფაზას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსი”-ში გაეცნო.

ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის პირველი ფაზის მიმდინარეობას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების პირველ ფაზას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსი”-ში გაეცნო.

მინისტრის მოადგილე ცენტრის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, რა შეცვალა ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ და რამდენად მოქნილი გახდა მომსახურება ამ სისტემაზე გადასვლის შემდეგ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ელექტრონული რეცეპტის ამოქმედებამ ექიმებს დანიშნულების მარტივად და ოპერატიულად გამოწერის შესაძლებლობა მისცა:

„დანიშნულება იწერება ელქტრონულად, რაც ავტომატურად გადმოდის ისტორიებში, კლინიკაში არის ელექტრონული ისტორიები და ეს მათ ძალიან უმარტივებს მუშაობას,“ – აღნიშნა კლინიკა „მედსი“-ს მენეჯერმა, ნინო ქობულაძემ. ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის გაცემის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციასაც გაეცნო.

კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, ახალი სისტემის ამოქმედებიდან დღემდე 400-ზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გაიცა.

ელექტრონული რეცეპტის სისტემა 11 აგვისტოს ამოქმედდა. ამ დროისთვის ახალ სისტემაზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …