მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნიკოლოზ გამყრელიძე: თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ფალიფიცირების რისკი ნულის ტოლია

ნიკოლოზ გამყრელიძე: თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ფალიფიცირების რისკი ნულის ტოლია

თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე და  ფალსიფიცირების რისკებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, შესყიდვები მულტინაციონალური კომპანიების მიერ წარმოებულ მედიკამენტებზე  ხორციელდება, ამ შემთხვევაში კი ფალსიფიცირების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

„რისკი შეიძლება ყველაფერში იყოს, თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს,“-აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადანაწილდა  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ქოლგის ქვეშ არსებულ სააფთიაქო ქსელებში (ფარმადეპო, ჯიპისი) თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ  წილი, ანუ მომხმარებელი თურქულს ანიჭებს უპირატესობას თუ ევროპული წარმოების მედიკამენტს, გამყრელიძე განმარტავს, რომ ამ კუთხით რაიმე ტენდენციაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, პირველადი დაკვირვებით თურქეთდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტები მოსახლეობაში საკმაოდ მოთხოვნადია.

„ახლა მეორე პარტია შემოდის. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, არ უნდა განვასხვაოთ თურქეთიდიან შემოტანილი მედიკამენტები ევროპულისგან. ეს პოტენციურად არის „ასტრაზენეკას“ მედიკამენტი, რომელიც ჩამოსულია საქართველოში სხვა ფასით და თურქეთში -სხვა ფასით, რომელიც  ჩვენ შემოგვაქვს. ამ ორს შორის განსხვავება არ არის,“-აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ,ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ თურქეთიდან ფალსიფიცირებული მედიკამენტები შემოვიდეს.

 

business-partner.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …