მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნიკოლოზ გამყრელიძე: ქვეყანა რომ განვითარებული იყოს, მას წამლის ხარისხის ლაბორატორია უნდა ჰქონდეს

ნიკოლოზ გამყრელიძე: ქვეყანა რომ განვითარებული იყოს, მას წამლის ხარისხის ლაბორატორია უნდა ჰქონდეს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით,თუ გვინდა საქართველო განვითარებული ქვეყანა იყოს, აუცილებლად უნდა გვქონდეს წამლის ხარისხის ლაბორატორია.

„ძალიან კარგია, რომ ამ პროექტს საფუძველი ეყრება და განხორციელდება,“-აცხადებს გამყრელიძე jandacva.ge-სთან საუბარში.

კითხვაზე, დღეს იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ქვეყანაში აღნიშნული ლაბორატორია, რა პრობლემების წინაშეა ქვეყანა და ვართ თუ არა ამ მხრივ დაუცველები, გამყრელიძე აცხადებს, რომ წამლის ლაბორატორიის არსებობის შედეგად  ჩნდება დამატებითი ხარისხის კონტროლის მექანიზმი, ამისთვის კი მედიკამენტის სხვა ქვეყნის ლაბორატორიაში გადაგზავნა არ გიწევს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანაში წამლის ხარისხის ლაბორატორია შეიქმნას.

“საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტი უნდა იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოს წამლის ლაბორატორია 2022 წლის სექტემბერში ექნება.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …