მთავარი » კვირის ინტერვიუ » ნათია დემეტრაძე: ბაზარზე მედიკამენტები კატასტროფულად გაძვირებულია
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს აფასეს და თავისი აზრს გამოთქვამს კლინიკა ,,ბაიები’’–ს მეან–გინეკოლოგი ნათია დემეტრაძე .

ნათია დემეტრაძე: ბაზარზე მედიკამენტები კატასტროფულად გაძვირებულია

თბილისი (GBC) – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა კლინიკა ,,ბაიები’’–ს მეან–გინეკოლოგმა ნათია დემეტრაძემ. 

ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მომწონს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა  გაუადვილებთ პაციენტებს მდგომარეობას, მათ ზუსტად ეცოდინებათ თუ ვის უნდა მიაკითხონ ჯანმრთელობის გაუარესების დროს. ასევე არ მოუწევთ არამიზნობრივი ვიზიტები ექიმთან ან ლოდინი. პაციენტების დიდი ნაწილი, როდესაც  აწუხებთ ტკივილი მუცლის ღრუში, ან რაიმე სხვა სნეულება, ვერ ხვდება თუ რომელ ვიწრო სპეცილისტს მიმართოს. ეს იწვევს დისკომფორტსა და თანხების ზედმეტად ხარჯვას. ზემოთ აღნოშნული რეფორმა კი გამოსავალია ამ მდგომარეობიდან“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი წარმატებულს უწოდებს:

„პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს. პაციენტები კმაყოფილები არიან. პირადად მე სამშობიაროში ვმუშაობ და ძალიან დიდი შეღავათებია მშობიარეებზე. ეს არის ერთ–ერთი საუკეთესო რეფორმა რაც საქართველოს ჯანდაცვაში განხორციელებულა აქამდე. ძალიან ბევრი პაციენტის სიცოცხლე გადარჩა ამ პროგრამის შედეგად’’. 

ნათია დემეტრაძემ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა გაძვირებულ პრეპარატებთან დაკავშირებით. მედიკოსმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პაციენტების დამოკიდებულებაც უფრო და უფრო ნეგატიური ხდება. დემეტრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს რთული სიტუაცია  დასტაბილურდება.

,,მედიკამენტების ფასები დღეს კატასტროფულია. პაციენტების უკმაყოფილებაც იზრდება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მართლაც ძალიან რთული მდგომარეობაა. ადამიანები ვეღარ ყიდულობენ წამლებს. განსაკუთრებით რთულია ვითარება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული დაავადებები. მათთვის პრეპარატის შეწყვეტა შეიძლება სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდეს.

სიტუაცია იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აუცილებელია, რომ მიღებულ იქნას რაიმე ზომები და დასტაბილურდეს ფასები. სხვა შემთხვევაში მძიმე შედეგებია მოსალოდნელი. ბაზარზე მომრავლდა ჯენერიკული მედიკამენტები, მათ შორის ინდურიც. მიწევს მათი გამოყენებაც. მათი გამოყენებით შედეგი დგება, მაგრამ არც ისეთი ეფექტურია, როგორც ორიგინალები. მიუხედავად ამისა, იმ სიტუაციაში, როდესაც წამლის ფესები კატასტროფულადაა გაზრდილი, ჯენერიკები ერთ–ერთ გამოსავალს წარმოადგენს.ამ ფონზე კი აუცილებელია ქვეყანაში გამკაცრდეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი’’- აცხადებს ექიმი.

gbc.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …