ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად დღეს კედელს მოხატავს.
ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს გაიხსნა და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს. აქცია კამპანიის სლოგანია: არა ძალადობას!; თქვი არა!
კედლის მოხატვის აქცია სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. სტუდენტებს შეუერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლათა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაიაც. პრობლემის მოგვარების მხრივ საზოგადოების აქტივობას და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთად ვუთხრათ არა ძალადობას!