მთავარი » ახალი ამბები » ნანა ყეინიშვილი: მედიკამენტების გაიაფების ყველა კანონიერი ხერხი ჩემთვის მისაღებია
ნანა ყეინიშვილი აფასებს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მკაცრი რეგულაციების ნაცვლად, ხელი შეუწყოს კონკურენციის ზრდას ფარმაცევტულ ბაზარზე.

ნანა ყეინიშვილი: მედიკამენტების გაიაფების ყველა კანონიერი ხერხი ჩემთვის მისაღებია

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკლებს. ამ ფაქტზე მეტყველებს „ფანასკერტელის ინდექსის“ ბოლო მონაცემებიც.

ახლახანს პრაქტიკულად ყველა მსხვილმა სააფთიაქო ქსელმაც დააფიქსირა საკუთარ მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნანა ყეინიშვილი გამოეხმაურა მედიკამენტებზე ფასების შემცირების საკითხს:

„ჩემი დაკვირვებით, ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად, ფასებმაც იკლო. ოფიციალური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ტენდენცია მაინც თვალშისაცემია. ეს ამბავი ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება“.

იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების კლება დროში ემთხვევა ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას, რომელიც 30%-ით დაბალი ფასებით ოპერირებს ბაზარზე, ნანა ყეინიშვილი ამბობს:

ყველა ხერხი მისაღებია ჩემთვის, რაც მედიკამენტებზე ფასების კლებას გამოიწვევს. ახალი მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ვინმე მონოპოლისტი გახდეს და ბაზრისთვის ეს უდავოდ კარგია. რაც ბევრი კომპანია შემოვა, უკეთესი იქნება, კონკურენცია გაიზრდება და ფასი დაიკლებს“.

იგი ასევე აფასებს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მკაცრი რეგულაციების ნაცვლად, ხელი შეუწყოს კონკურენციის ზრდას ფარმაცევტულ ბაზარზე:

„ეს ეფექტიანი სვლა არის ძლიერი სახელმწიფოს შენებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის. მეტად უნდა განვითარდეს ბიზნესი, რაც მეტი ახალი კომპანია გამოჩნდება ბაზარზე, მით უკეთესი. ახალი კომპანია თუ ხარისხიან პროდუქციას შემოიტანს, მხოლოდ მივესალმებით მის გამოჩენას“, – განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …