მთავარი » ახალი ამბები » სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 99.9 %-მდე გაიზარდა
სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2014 წლისთვის 99.9 %-მდე გაიზარდა.2010 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მოსახლეობის 29.5%-ს მიუწვდებო

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 99.9 %-მდე გაიზარდა

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2014 წლისთვის 99.9 %-მდე გაიზარდა.
მთავრობის ანგარიშის თანახმად, 2010 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მოსახლეობის 29.5%-ს მიუწვდებოდა.

„ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც სათავე დაუდო მოსახლეობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას.

ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევამ აჩვენა, რომ თუ 2010 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მიუწვდებოდა მოსახლეობის 29.5%-ს, 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი 99.9%- მდე გაიზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4%) მანამდე დაზღვეული არ ყოფილა.

გაიზარდა ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, რაც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითსამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდილ მაჩვენებელს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას. 2013 წელს 686 675-მა პენსიონერმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 2014 წელს – 697 240-მა და 2015 წელს (8 თვის მონაცემებით) – 703 836-მა პენსიონერმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2014 წელს, დაფიქსირდა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებით სარგებლობის ზრდა, მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე 3.4 შეადგინა (2011 წელს – 2.1) და აღემატა მსოფლიო ბანკის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდებულ ნიშნულს (3.0), ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 სულ მოსახლეზე გაიზარდა 7.8-დან (2011) 11.4-მდე (2014)”, – აღნიშნულია მთავრობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა.

info9.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …