მთავარი » სოციალური » შრომა » მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს
მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, რომ გადამზადნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადი ბაზარზე.

მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც “შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” მთავრობის დადგენილება მიიღეს.

“ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დასრულდა შრომის ბაზრის კვლევა, გამოიკვეთა სუსტი წერტილები, თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდნენ სამუშაოს მაძიებლები.

ეს ფაქტორები არის ის, რომ ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, რომ გადამზადნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადი ბაზარზე, გარდა ამისა, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში”, – განაცხადა სერგეენკომ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …