მთავარი » ახალი ამბები » მთავრობა ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს
დღევანდელ სხდომაზე "2017 წლის ჯანდაცვის სახელწმიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე იმსჯელებენ.

მთავრობა ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს

მთავრობის წევრები პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღევანდელ სხდომაზე “2017 წლის ჯანდაცვის სახელწმიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე იმსჯელებენ.

დღის წესრიგით 29 საკითხია გასახილველი, რომელთა შორისაა საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მინისტრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ მთავრობის განკარგულების პროექტს “მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდად მუნიციპალიტეტებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ”.

დღესვე მთავრობის წევრები განიხილავენ განკარგულების პროექტს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების პომპანიის” მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

pia.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …