მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მთავარია მედიკამენტს გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი
მნიშვნელობა არ აქვს მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყნებს, მითუმეტეს თუ მას გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ვიცი, რომ ის მოქმედებს ეფექტურად.

მთავარია მედიკამენტს გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობისა და მათი სეგმენტის გაფართოების საკითხებს ოტორინოლარინგოლოგი ნინო კვერნაძე გამოეხმაურა:

“ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ. თუმცა, გასთვალისწინებელია, რომ თითოეული პაციენტი ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, არა მხოლოდ ინფორმაციულობის თვალსაზრისით, არამედ შესაძლებელია, რომ იგივე ჯგუფის და შემადგენლობის ერთ მედიკამენტზე მას არ ჰქონდეს მწვავე ალერგიული რეაქცია, ხოლო მეორე მასზე უარყოფითად მოქმედებდეს. ზოგჯერ პაციენტია თავად დაკვირვებული და გთხოვს, რომ ესა თუ ის წამალი დავუნიშნო.

ექიმები უნიშნავენ ძვრადღირებულ წამლებს, თუმცა შესაძლებელია, რომ იგივე შემთხვევაში უფრო იაფფასიანმა ჯენერიკმა უკეთ იმუშაოს. გარდა ამისა, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, პაციენტს აღარც კი აინტერესებს რას დავუნიშნავთ, მათთვის მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა“. 

ექიმი მედიკამენტების მწარმებელ ქვეყნებსაც შეეხო და მიაჩნია, რომ ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო.

„მნიშვნელობა არ აქვს მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყნებს, მითუმეტეს თუ მას გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ვიცი, რომ ის მოქმედებს ეფექტურად და შედეგიანია. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ის წარმოებული იქნება ინდოეთში, ევროპასა თუ საქართველოში. პირიქით, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი წამალი იწარმოებოდეს საქართველოში, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, – აღნიშნა ნინო კვერნაძემ.

droni.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …