პედიატრი ხათუნა ახალმოსულიშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და მედიკამენტებზე მოსახლეობის მხრიდან ხელმისაწვდომობის პრობლემას გამოეხმაურა:
,,ყოველდღიურად მიწევს მინიმუმ ოცი პაციენტის მიღება. შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია, რა პრობლემის წინაშე დგანან პაციენტები. სამწუხაროა, რომ მედიკამენტები კატოსტროფულად გაძვირებულია.როდესაც პაციენტს ვუნიშნავ წამალს, პირველ რიგში, ვითალისწინებ მის ფინანსურ შესაძლებლობებს. არიან ისეთები, რომლებიც მთხოვენ დავუნიშნო იაფი წამლები. ამ შემთხვევაში ზოგი ჯენერიკი კარგი გამოსავალია.
პრაქტიკაში შემხვედრია ეფექტიანი ინდური და ქართული ჯენერიკები. მთავარი არა მედიკამენტის წარმოების ადგილი, არამედ მისი ხარისხია. როდესაც წამლის ხარისხის კონტროლი ჩვენთან მაღალ დონეზე იქნება, შემცირდება კიდეც უნდობლობის განცდა ნაკლებად ცნობილი ჯენერიკებისადმი. ზოგადად, მოსახლეობაც უნდა იყოს ინფორმირებული, თუ რა არის ჯენერიკი, რა უპირატესობა აქვს და ა.შ. ამაში კი მთავარი წვლილი ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიუძღვოდეს“.