საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18 % (682,152 ადამიანი) სარგებლობს. წინა წელს ეს მონაცემი 637,953 იყო, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენდა. სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
2022 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375,4 მლნ. ლარი შეადგინა.
ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერია ჯიპიაი 26%-ით (წინა წელს ჰქონდა 28%), მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ და „არდი“ 18-18%-ით (წინა წელს „იმედი ელს“ ბაზრის 20% ეკავა, „არდის“ – 16%), მომდევნო ადგილზე კი „თიბისია“ 8%-ით, მას მოსდევს “ირაო“ 7%-ით.
საქართველოში ამ ეტაპზე 18 სადაზღვევო კომპანია მოქმედებს.
jandacva.ge