მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » მოსახლეობის სამედიცინო საჭიროების დასადგენად გამოკითხვა ჩატარდება
გამოკითხვა უშუალოდ 25 იანვრიდან დაიწყება.კითხვარის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.1505.ge და ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.

მოსახლეობის სამედიცინო საჭიროების დასადგენად გამოკითხვა ჩატარდება

ჯანდაცვის სამინისტრო “გლობალურ ალიანსთან” ერთად მოსახლეობის საჭიროებებზე ერთი თვის განმავლობაში გამოკითხვას ჩაატარებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ მინისტრმა დავით სერგეენკომ და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტმა, ჟან ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე ითქვა, რომ სამინისტრო ახალ სოციალურ ინიციატივას – “რა გაწუხებთ” განახორციელებს, რომელზეც მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში უპასუხებს სხვადასხვა სახის კითხვებს და მათი სამედიცინო საჭიროებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას მიიღებს.

გამოკითხვა უშუალოდ 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით დაიწყება.

ინტერნეტმომხმარებლებისათვის კითხვარის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.1505.ge ასევე, კითხვარები დარიგდება ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ამით სამინისტრო საზოგადოების სამედიცინო საჭიროებებს კიდევ უფრო ზუსტად განსაზღვრავს და ამის მიხედვით შემდგომ დაიგეგმება ახალი პროექტები.

“დეტალურად გავეცნობით იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია საჭიროდ ჩავთვალეთ. “გლობალურ ალიანსთან” ერთად გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ეს ინიციატივა”, – განაცხადა მინისტრმა

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …