მთავარი » ახალი ამბები » მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც მედიკამენტების სიძვირეზე გააკეთებს აქცენტს
ფატი ხალვაში მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მედიკამენტების სიძვირეზე გააკეთებს აქცენტს.ასევე, ძალიან აწუხებთ რიგში დგომა დაგეგმილი ოპერაციებისას.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც მედიკამენტების სიძვირეზე გააკეთებს აქცენტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფატი ხალვაში ეხმაურება სოციალურ ინიციატივას – „რა გაწუხებთ?“ და კომენტარს აკეთებს ასეთი გამოკითხვების მნიშვნელობაზე.

როგორც ცნობილია, პროექტს „გლობალ ალიანსი“ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. გამოკითხვის შედეგებს კი სამომავლო რეფორმებში ასევე ერთობლივად გაითვალისწინებენ. პარლამენტარი ხაზს უსვამს ერთი მხრივ, მოსახლეობის პრობლემების გამოვლენის აუცილებლობას და მეორე მხრივ, ხელისუფლების ინიციატივას, მოუსმინოს ხალხს:

„ყველა ზემდგომ უწყებას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, რა აწუხებს მოსახლეობას. ეს არის პრობლემების გაცნობა და ინფორმაციის უფრო ახლოს მოტანა. შეიძლება გამოიკვეთოს რაღაც სისტემური პრობლემები, რომელზეც მერე მთავრობა იმუშავებს. თუ ცვლილებებია საჭირო, მის გამოსასწორებლადაც მთავრობამ უნდა იმუშაოს“.

ფატი ხალვაში მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც მედიკამენტების სიძვირეზე გააკეთებს აქცენტს, მიუხედავად იმისა, რომ ასევე, ძალიან აწუხებთ რიგში დგომა დაგეგმილი ოპერაციებისას.„ამ მხრივ, უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია,“-ამბობს ფატი ხალვაში.

newposts.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …